დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016287 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020,35.151.016250) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება.“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.“ 3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინსპექტირებას.“. 4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;“. 5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „კ“ პუნქტი ამოღებულია; 6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ღ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „ღ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება.“. 7. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მეექვსე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები: სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას; ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას; გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას შესწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარეგანათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას; ე) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს; ზ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები