საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4961-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019572
4961-Iს
18/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
090000000.05.001.019572
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი  1.  საქართველოს  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) მედიაციის მონაწილეს − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების მიზნით;“.

 2. 59-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;“.

3. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) არის ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4961-Iს