„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016903
78
30/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
310150000.22.034.016903
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №78

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი აგრეთვე ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი (მაგრამ არანაკლებ 90 კალენდარული დღისა) უცხოეთში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

21. ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ზონის  პროცედურებში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. დროებითი რეგისტრაცია – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადით, დროებით რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება.“;

ბ) 82-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. საგადასახადო ორგანო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო ორგანო/ორგანოები. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.“;

გ) 82-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 821 პუნქტი:

„821. საბაჟო ორგანო – საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო ორგანო/ორგანოები. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განახორციელოს  საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპორტო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;“;

ბ) 11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დეკლარანტი ვალდებულია განახორციელოს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია, დროებით შემოტანის  პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) დროებით რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევად.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენას;“;

ბ) მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის საბაჟო პროცედურაში მისაქცევი ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი  მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;

გ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც კონტროლის ზონაში გამოცხადებისათვის მიცემულ ვადაში ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება, გამოცხადების ვადის გასვლამდე, დამატებით საექსპერტო შემოწმებას არ საჭიროებს.“.

6. 82 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მოთხოვნისა, სააგენტოს უფლება აქვს დამატებით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანხმლები დოკუმენტების წარმოდგენა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, საბაჟო/რეექსპორტის დეკლარაცია და სხვ.).“.

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოტანილი, დროებითი შემოტანის  პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისათვის დეკლარანტის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

დ) დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე ისე, რომ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირება. სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.);

ბ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი;

გ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი;

დ) დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ე.ა) მარკა;

ე.ბ) მოდელი;

ე.გ) ძარას ტიპი;

ე.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ე.ე) გამოშვების წელი;

ე.ვ) ფერი;

ე.ზ) ძრავას ნომერი;

ე.თ) ძრავას მოცულობა;

ე.ი) საწვავის ტიპი;

ე.კ) ძარას ნომერი;

ე.ლ) შასის ნომერი;

ე.მ) დასაშვები წონა;

ე.ნ) დაუტვირთავი წონა;

ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.“.

8. 91 და 92 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91.

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული პირის მიერ შეძენილი და საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა.

3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შეძენილი და საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) რეგისტრაციის განხორციელების სურვილის შესახებ განცხადება;

ბ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული რეგისტრაცია იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის  პროცედურაში მოქცევის ვადით. რეგისტრაციის იურიდიული ძალის დაკარგვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პირი ვალდებულია შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელების მიზნით მიმართოს სააგენტოს.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან რეექსპორტის განხორციელების  მიზნით.

მუხლი 92.

1. ეს მუხლი ადგენს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

2. თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ზონის  პროცედურაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

ა) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;

ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან ექსპორტის პროცედურაში მიქცევის მიზნით.“.

9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ი) საბაჟო დეკლარაციით;“.

10. მე-16 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტოსთან შეთანხმებით, საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის   სანომრე ნიშნები მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე ჰბარდება სააგენტოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დადგენილი წესით გაიცემა დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი – შიდა ტრანზიტი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა).“.

11. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოსთან შეთანხმებით, საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით შიდა ტრანზიტის გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ხოლო უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე ჰბარდება სააგენტოს.

4. მომსახურების გაწევის პროცედურის გამარტივების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე შიდა ტრანზიტის გაცემის უფლებამოსილება სააგენტოს მიერ შეიძლება დელეგირებულ იქნეს ავტორიზებულ ექსპედიტორზე (ფორვარდერზე) ან გადამზიდველზე (ოპერატორზე). დელეგირებულ პირს შიდა ტრანზიტი გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით. დელეგირებული ექსპედიტორი (ფორვარდერი) ან/და გადამზიდველი (ოპერატორი) ვალდებულია:

ა) შიდა ტრანზიტი სარგებლობისათვის გასცეს მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) გააცნოს შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) უზრუნველყოს შიდა ტრანზიტის უსაფრთხოდ შენახვა;

დ) აწარმოოს შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილი აღრიცხვა;

ე) შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შესახებ ინფორმაცია (პირის მონაცემები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, შიდა ტრანზიტის სერია და ნომერი და ა.შ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უფლებამოსილ პირს;

ვ) მიაწოდოს სააგენტოს შიდა ტრანზიტის გაცემასთან (მინიჭებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ზ) დელეგირებული უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სააგენტოს გაუცემელი შიდა ტრანზიტები;

თ) მის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული შიდა ტრანზიტი ძალაშია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვიდან, აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.“.

12. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.“.

13. 261 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 262 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის პირველადი რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააგენტო ვალდებული არ არის შეამოწმოს/დაადგინოს რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანასთან დაკავშირებით ვალდებული პირის მიერ  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის შესახებ გარემოებები.“.

15. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი და რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის (გასხვისებისათვის) იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.“.

16. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაცია (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია