„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021439
419
30/08/2019
ვებგვერდი, 03/09/2019
300160070.10.003.021439
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის“ (დანართი №3) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი საქმიანობა – ხის ნახშირის წარმოება დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ხის ნახშირის წარმოება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარულ ობიექტში (დანადგარში);

ბ) გაფრქვევის წყაროს სიმაღლე მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრისა, ხოლო გაფრქვევის მილის სიმაღლე – არანაკლებ 2 მეტრისა;

გ) სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) დაშორება საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან უნდა იყოს არანაკლებ 300 მეტრისა.

8. მე-7 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხის ნახშირის სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) საქმიანობა ექვემდებარება შეჩერებას, ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულმა ხის ნახშირის მწარმოებელი სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) მფლობელებმა 2020 წლის პირველ მაისამდე უზრუნველყონ სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე