ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
დოკუმენტის ნომერი 30/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016462
30/2019
09/09/2019
ვებგვერდი, 09/09/2019
010220020.15.008.016462
ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2019

2019 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დანართის შესაბამისად განისაზღვროს ცესკოს ის სტრუქტურული ერთეულები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №61/2017 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



ცესკოს 2019 წლის 9 სექტემბრის №30/2019 დადგენილების დანართი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
თანამდებობა  სერტიფიკატის ფლობის ვალდებულების განსაზღვრა 
1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/სპეციალისტი
1 ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი    არ არის სავალდებულო 
2 ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი    არ არის სავალდებულო 
2. პრესსპიკერი
1 პრესსპიკერი   არ არის სავალდებულო 
3. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი 
1 დეპარტამენტის უფროსი  სავალდებულოა 
საარჩევნო პროცედურების და საოქმო შედეგების განყოფილება 
2 განყოფილების უფროსი  სავალდებულოა 
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა (გარდა სტამბის თანამშრომლებისა) 
5 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება
6 განყოფილების   უფროსი  არ არის სავალდებულო 
7 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო 
8 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო 
4.  იურიდიული დეპარტამენტი 
1 დეპარტამენტის უფროსი  სავალდებულოა   
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება 
2 განყოფილების უფროსი  სავალდებულოა   
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
5 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება
6 განყოფილების   უფროსი  სავალდებულოა   
7 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
8 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
9 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
5.  სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის   უფროსი  სავალდებულოა   
საქმისწარმოების  განყოფილება 
2 განყოფილების უფროსი  სავალდებულოა   
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
5 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სავალდებულოა  
რეგისტრაციების  განყოფილება 
6 განყოფილების   უფროსი  სავალდებულოა   
7 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
8 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო 
9 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო 
6.  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
1 დეპარტამენტის   უფროსი  სავალდებულოა 
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 
2 განყოფილების   უფროსი  სავალდებულოა 
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა (გარდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მომუშავე პირისა)
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა  
5 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა  
6 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება 
5 განყოფილების უფროსი  სავალდებულოა 
6 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
7 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
8 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ არის სავალდებულო
7. საფინანსო დეპარტამენტი 
1 დეპარტამენტის უფროსი    სავალდებულოა   
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება 
2 განყოფილების   უფროსი  არ   არის   სავალდებულო   
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
4 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
5 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება 
6 განყოფილების   უფროსი  არ   არის   სავალდებულო 
7 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
8 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება 
9 განყოფილების   უფროსი  არ   არის   სავალდებულო 
10 მთავარი   ბუღალტერი  არ   არის   სავალდებულო 
11 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
12 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
13 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
14 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
8. საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის   უფროსი  არ   არის   სავალდებულო   
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
9.  კოორდინაციის,  დაგეგმვისა და ანგარიშგების  დეპარტამენტი 
1 დეპარტამენტის   უფროსი  სავალდებულოა   
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
4 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
5 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
10.  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი  სავალდებულო
2 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ   არის   სავალდებულო 
11.  შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი  სავალდებულოა   
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა   
12. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი  სავალდებულოა 
საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება
2 განყოფილების უფროსი  სავალდებულოა 
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 
საარჩევნო  მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება
4 განყოფილების   უფროსი  სავალდებულოა 
5 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სავალდებულოა 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.