„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021469
449
13/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
300160070.10.003.021469
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №449

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოცდო წნევა – წნევა, რომლითაც გამოიცდება აირბალონის სიმტკიცე.

6. მუშა წნევა − აირბალონში მოხმარებისათვის ჩაჭირხნილი კომპრიმირებული ან თხევადი საწვავი აირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული წნევა.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აირბალონებიდან ბუნებრივი აირის გამოსაშვები სპეციალური მოედანი და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეკუმშული ჰაერის წნევით გამოცდის სამუშაოების ჩასატარებელი ადგილი, ასევე ჰაერის კომპრესორი 200 ბარი ან მეტი წნევით შენობა-ნაგებობებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მ-ით ან მათ შორის უნდა მოეწყოს დამცავი კედელი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლისა და სხვა სახის საფრთხისგან შენობა-ნაგებობების დაცვას.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წყლის ჰიდრავლიკური ტუმბო 300 ბარი ან მეტი  წნევით ან ამ წნევაზე საგამოცდო სტენდი;“.

4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა,  ასეთი აირბალონის შემოწმება სავალდებულოა  3 წელიწადში ერთხელ.“.

5. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  11  და 12  პუნქტები:

„11. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონი დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის დასადგენად ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებთან, აირბალონის ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა წარადგინონ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემული დოკუმენტი.

12. აირბალონების ექპლუატაციის ვადების შესაბამისობის დასადგენად, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებთან, გამოიყენება აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემულ დოკუმენტში მითითებული ვადები. ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდგომ აირბალონი უნდა გამოიცვალოს.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია