დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4987-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.019564 |
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის მოსამსახურეები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N4987-Iს |
დოკუმენტის კომენტარები