2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 26/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016064
4
26/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
220090000.11.004.016064
2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2019 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და №2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2019“.
მუხლი 2
2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე



 

დანართი №1

 

მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი

 


10 ლარი

 

წინა მხარე:

 

უკანა მხარე: