დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016509 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში (matsne.gov.ge; 010260020.35.153.016405; 08/02/2018)б კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი“: „გ) საზედამხედველო მასალების დოკუმენტაციაზე მონიტორინგის განყოფილება“; ბ) დებულების მე-6 მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას“; გ) დებულების მე-6 მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ნ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტის დამოწმებას“; დ) დებულების მე-6 მუხლის „ჟ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. საზედამხედველო მასალების დოკუმენტაციაზე მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილება უზრუნველყოფს: ა)ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ების, პროექტების და სხვა დოკუმენტაციის შეფასება/შესწავლას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციიების მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას; ბ) კომპეტენციის შესაბამისად, შემოსული კორესპონდენციის/წერილების განხილვას და პასუხების მომზადებას; საჭიროების შემთხვევაში, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას; გ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების აღრიცხვას; დ) კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, ასევე სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები