ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010060.18.011.016409
178/04
02/10/2019
ვებგვერდი, 03/10/2019
220010060.18.011.016409
ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №178/04

2019 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მიენიჭოთ ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე