სს ‘’ჯვარის ნავთობპროდუქტის’’ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

სს ‘’ჯვარის ნავთობპროდუქტის’’ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2495-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2495-19
30/09/2019
ვებგვერდი, 09/10/2019
სს ‘’ჯვარის ნავთობპროდუქტის’’ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №080210319003206730

საქმე №2/2495 -19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2019 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

 

განმცხადებელი : სს „ჯვარის ნავთობპროდუქტი“

წარმომადგენელი : თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გამოარკვია:

 

2019 წლის 27 სექტემბერს სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს ასევე სხვა საწარმოში. სს „ჯვარის ნავთობპროდუქტს“ დებიტორული მოთხოვნები და უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები (მათ შორის საგადასახადო დავალიანებები) არ ერიცხება, ხოლო კომპანიის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სერგო ჭონქაძე (პ/ნ01001064307, მის:თბილისი, გლდანი, მე-8 მკრ. მე-16 კორპ, ბინა 40), მის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება 200 ლარის ოდენობით,საბანკო ანგარიში დახურული აქვს და სალაროში არ ერიცხება თანხა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების ნაწილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად არ არის რეგისტრირებული, ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები ვერ იქნა მოძიებული. სს „ჯვარის ნავთობპროდუქტი“ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ სს „ჯვარის ნავთობპროდუქტს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სს „ჯვარის ნავთობპროდუქტს“ არ გააჩნია არანაირი ქონება, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არ გააჩნია მოქმედი საბანკო ანგარიში არცერთ ბანკში, საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ გააჩნია, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ (ს.კ. 242729286) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სს „ჯვარის ნავთობპროდუქტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. 11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

  მოსამართლე:                                                                               ციცინო კიკვაძე