„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 110070000.10.003.021539
519
05/11/2019
ვებგვერდი, 07/11/2019
110070000.10.003.021539
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №519

2019 წლის 5 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №7 დადგენილებაში (www.mastne.gov.ge, 29/01/2019, 110070000.10.003.021021) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამის განმახორციელებელი –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო);“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია