დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-124/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016692 |
|
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში (სსმ III, 18/04/2007; №54, მუხ.588) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით განსაზღვრული: |
1.
№1 დანართის (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.". |
2.
№3 დანართის (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის ინსტრუქცია) 171 პუნქტის შემდეგ დაემატოს 172 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„172. ექიმებს, რომელთაც 2019 წლის 1 დეკემბრამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „პროქტოლოგია“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“ და სუბსპეციალობის მოწმობა – „პროქტოლოგია“ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები