„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.021585
566
22/11/2019
ვებგვერდი, 25/11/2019
120200010.10.003.021585
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №566

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხას მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სისტემაში:

1. სახელმწიფო ინსპექტორის იმ მოადგილეს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობას კურირებს.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში:

ა) დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეს;

ბ)  სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს;

გ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელს;

ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს;

ვ) უმცროს გამომძიებელს;

ზ) ოპერატიულ მუშაკს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია