„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016336
27
22/11/2019
ვებგვერდი, 25/11/2019
010250050.35.129.016336
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №27

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში (სსმ, 04/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016327) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახური „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრთან) კოორდინირებულად“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურმა უზრუნველყოს დაწესებულების სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება ან/და მისი აღმოჩენის მიზნით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ა) დაწესებულების სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, მათ შორის, საჩივრების, შეტყობინებების და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, აგრეთვე, მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ) დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ გადაცდომისა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიშის/აქტის შედგენა და მერისათვის წარდგენა;

გ) მერისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის რეკომენდაციის წარდგენა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

დ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დაწესებულების სისტემაში დასაქმებული თანამშრომლისთვის, ასევე ნებაყოფლობის საფუძველზე, სხვა პირისაგან ინფორმაციის მიღება;

ე) დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესის მონიტორინგი, ანალიზი, შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი