„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017254
356
26/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
200090000.22.033.017254
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №356

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. 77მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 772 მუხლი:

მუხლი 772.  ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება     

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიზნებისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდების შემთხვევებს. 

2.  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევაში:

ა) მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით თამბაქოს იმ მწარმოებლისათვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში;

ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.

4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლად არ განიხილება პირი, რომელიც ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის მხოლოდ პირველად საფუთავებში დაფასოებას.

5. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირისათვის.

6. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საქმიანობის (თამბაქოს ნაწარმის წარმოება) მოკლე აღწერას.    

7. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.   

8. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოში მოყვანა და პირველადი დამუშავება არ წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის წარმოებას.“.

2.  801  მუხლს  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების (სეს ესნ  3824 90 980 01 კოდით) წარმოების შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ აქციზური მარკების შეძენაზე განცხადებით მიმართვისას, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“.

3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:

„33. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის, 2019 წლის 21 ნოემბრამდე იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებულ საქონელთან მიმართებით, იმ პირზე (გარდა პირისა, რომელიც ახორციელებს საქონლის მხოლოდ საცალო რეალიზაციას), რომელსაც  2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთად ერიცხება აღნიშნული საქონელი, ვრცელდება საქონლის იმპორტიორისთვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი