,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016292
23
29/11/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
210020010.35.151.016292
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2019 წლის 29 ნოემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს   ორგანული   კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ.’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011  წლის  23  თებერვლის  №8  დადგენილებაში  (სსმ,  ვებგვერდი,  03.02.2011 წ., 210020010.35.151.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებელი მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებელი მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)       ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის  ოდენობა  ახალასაშენებელი  ობიექტის  პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვროს 2 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის   5  ლარით.

3.   ხაზობრივი    ნაგებობის    მშენებლობის    შემთხვევაში    მოსაკრებლის    ოდენობა    ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის განისაზღვროს  0,50    ლარით.

4.  ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა მე-2 კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, მე-3 კლასის ობიექტებისთვის 200   ლარით, ხოლო მე-4 კლასის ობიექტებისთვის 400 ლარით.

5.   მოსაკრებლის   გადახდისგან   შეიძლება   გათავისუფლდეს   ან   შეღავათი   დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.

6.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში  მიღების)  თაობაზე  აქტის გამოცემის (მასში  ცვლილების  შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

7. მშენებლობის  (გარდა  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  რადიაციული  ან  ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს 4500 ლარით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე