დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.131.016292 |
10
25/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
010250040.35.131.016292
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
|
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №34 დადგენილებაში (სსმ 05/07/2018 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016256) შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატება: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია ვალდებულია საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.”. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებულ 145-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირმა გაწეული საქმიანობის შესახებ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები