„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016512
40
29/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010250050.35.153.016512
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ:

დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“:

ა)  მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ეკონომიკის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, მერიის მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ“  ქვეპუნქტი“:

„ვ) შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.“;

გ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე