„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016489
40
28/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010250050.35.163.016489
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ.თელავი

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (www.matsne.gov.ge, 07/10/2019, 010250050.35.163.016483) და

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ოქტომბრის №34 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა:

ზამთრის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსების გაცემა მოხდება ოჯახის სარეიტინგო  ქულის მიხედვით:             

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

გ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე