„ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42012
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/12/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016535
42012
03/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
000000000.00.00.016535
„ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №42012

2019 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის №7 სხდომის ოქმი.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                       ლევან კაკავა

 





დანართი №1
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური

ზღვრული ნორმები


ოპერაციების დასახელება

დანაკარგი წონიდან %-ში

პროპილისა და იზოპროპილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 12

სარკინიგზო გადაზიდვები

0,80

მეთილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 11

სარკინიგზო გადაზიდვები

0,15

პარაქსილოლი

სეს ესნ კოდი: 2902 43

სარკინიგზო გადაზიდვები

0,30

პიროლიზული ფისი

სეს ესნ კოდი: 3911 90 990 00

სარკინიგზო გადაზიდვები

1,00

ვაკუუმური გაზოილი

სეს ესნ კოდი: 2710 19 310 00, 2710 19 350 00.

სარკინიგზო გადაზიდვები

0,60

აირის კონდენსატი ბუნებრივი

სეს ესნ კოდი: 2709 00 100

სარკინიგზო გადაზიდვები

0,75

ნავთობის აირები გათხევადებული

სეს ესნ კოდი: 2711

ნახშირწყალბადები აცეკლური

სეს ესნ კოდი: 2901

სარკინიგზო გადაზიდვები

0,90

შენახვა

1,10

 

შენიშვნა:  შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.