პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5690-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019713
5690-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
240110000.05.001.019713
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. ეს თავი ასევე არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) დადასტურებული საფრთხე − შესაბამისი აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების განხორციელებით ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;“;

ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;“;

გ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 191 მუხლის 24-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს − ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;“.

4. 191 და 192 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება:

ა) რისკის ანალიზის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით;

ბ) თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;

გ) თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.

5. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.

6. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებსა და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან აღებული ნიმუშის შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.

7. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი.

8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს.

11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვის ხარჯს ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

12. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას.

13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები.

14. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/ დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე.

15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი.

16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტს. თუ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის რეალიზაცია არ შეუჩერებია, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.

18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ.

19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ.

20. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია.

21. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს.

22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 27-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით და მათი შესრულება სავალდებულოა. ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას.

23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზედაც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

25. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.

26. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხის და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით.

27. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს.

28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით.

29. ამ მუხლში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ კოდექსის მე-15 მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებულ იმავე ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 192. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

1. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობას, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც  ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 193 მუხლი:

„მუხლი 193. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

ამ კოდექსის 421−425 მუხლების შესაბამისად დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.“.

6. 421−426 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 421. ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

მუხლი 422. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარამდე.

მუხლი 423. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე.

მუხლი 424. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.

მუხლი 425. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე.

მუხლი 426. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს.

2. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცება.       

2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციური ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დასაქმებულ  თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა სათანადო თანამდებობებზე დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ნაწილში, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5690-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.