„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016402
50
24/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
190020020.35.159.016402
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2019 წლის 24 დეკემბერი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/03/2019, 190020020.35.159.016361) და,

ა. დანართი №1-ის  მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტი  „ა.გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №50/2): “

ბ. დანართი  №1-ის  მე-6  მუხლის  მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 50 (ოროცდაათი)  ლარის ოდენობით

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

გ. დანართი №1-ის   მე-6  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის  დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 100 (ასი)  ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე