დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 418 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017275 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2): |
1.
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისას, საქონელი თვალიერდება დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
2.
მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათვალიერებაზე დეკლარანტის ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის ან მათი წარმომადგენლის დასწრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის პირს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება.“. |
3.
მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის შემოტანისას (გარდა ტრანზიტისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას) აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში), შემთხვევითი შერჩევითობით. დათვალიერება ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობის 2% ოდენობის შერჩევით. შერჩეული უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობიდან დათვალიერებას ექვემდებარება არანაკლებ 2% თამბაქოს ნაწარმის ყუთი, ხოლო თითოეული ყუთიდან – თამბაქოს ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვა. თამბაქოს ნაწარმის რაოდენობა განისაზღვრება საქონლის საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში (საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერებისას – ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში) მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას – ძირითადი ზომის ერთეულის (კგ.) მიხედვით.“. |
4.
23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტით“ (დანართი №2-III-01).“. |
5.
დანართი №2-III-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები