„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016341
45
26/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
300380000.16.009.016341
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №45

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  № 12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285):

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით.“;

ბ) მე-15 მუხლის:

ბ.ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ განაწილების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზეც.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის, გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-18 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31პუნქტი:

„31. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი რეგისტრირებულ მომხმარებლად დარჩენაზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);

ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში, ფაქტობრივ მფლობელს მოსთხოვოს მომხმარებლად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს დროებით აბონენტად რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და  ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;

გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია მომხმარებლად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს დროებით აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია  შეწყვიტოს მომარაგება;

დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის მომხმარებლად რეგისტრაცია გააუქმოს დროებით აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრირებულ მომხმარებლად დარჩენაზე უარის განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღისა.“;

გ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპური ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ დანართი №1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით.“;

დ) მე-19 მუხლის:

დ.ა) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი მომხმარებლის მიერთება გამანაწილებელ ქსელზე ხდება ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.“.

დ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:

„71. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე. “;

დ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით - 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში (შემდგომში – განაცხადი) მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნას)  უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე. მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.“;

დ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემები განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, ამ წესების 191 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დამტკიცების შესახებ შეტყობინებასთან ერთად.“;

ე) 191 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან,  თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-19 და   19​1 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. “.

ე.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 51 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე.დ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას:

ა) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად  გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური;

ბ) წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ განაწილების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.“.

ე.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.“.

ე.ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №3 დანართში. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. ამასთან:

ა) მომარაგების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების დრო (2 საათიანი ინტერვალით).

 ბ) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის ან/და შიდა ქსელის მოწყობა ვერ ხდება მომხმარებლის მიზეზით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი).  განაწილების ლიცენზიატმა მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის და მომარაგების დაწყებისათვის საჭირო პროცედურის შესახებ (მათ შორის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ - ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით;

გ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნისა და შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, შიდა ქსელზე მინიმუმ ერთი გაზდანადგარის დაერთებით) წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ხოლო, თუ მომხმარებელმა ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით განაწილების ლიცენზიატს მიმართა მიერთების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ - ობიექტზე გაზმომარაგება უნდა დაიწყოს 10 სამუშაო დღის ვადაში. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს  ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე; 

დ) თუ მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისთვის - განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის შიდა ქსელი უნდა მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს, დაიწყოს მომხმარებლის გაზმომარაგება და ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე.“.

ე.ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81. ამ წესების მე-19 მუხლის მე- 9 პუნქტის შესაბამისად შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია,  მიერთების პერიოდში, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ობიექტზე მისვლის და სამუშაოების შესრულების დრო (2 საათიანი ინტერვალით). მიერთების სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ განაწილების ლიცენზიატის მიზეზით არ მოხდება შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა.“.

ე.თ) 91 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.“.

ვ) 23-ე მუხლის:

ვ.ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით (მათ შორის, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით - ამ წესების დანართი №1 დამტკიცებული სტანდარტული პირობით შესყიდვის შემთხვევაში).“.

ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.“.

) 27-ე მუხლის:

ზ.ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ (ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება).“.

ზ.ბ)  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან მიმართებაში.“.

თ) 28-ე მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით გაკეთებული მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება განაწილების ლიცენზიატს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.“.

თ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ. საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის დადასტურება არ გულისხმობს კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესების 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.“.

თ.გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„7. განაწილების ლიცენზიანტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია მის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის ან/და ამ მიმწოდებლის საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეული ხარჯების  გადაუხდელობით.“.

ი) 29-ე მუხლის:

ი.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. განაწილების ლიცენზიატის მიერ, მიმწოდებლისაგან მიღებული ინფორმაციით თუ დგინდება, რომ საცალო მომხმარებელი მარაგდება სხვა მიმწოდებლის მიერ (მომსახურება არ არის შეწყვეტილი ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის პროცედურების თანახმად), განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის თაობაზე და უარი უთხრას მიმწოდებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ პროცედურების დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მიმწოდებლისაგან მიღებულ მოთხოვნას თან ახლავს საცალო მომხმარებლის თანხმობა მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან მიმწოდებლებსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამ წესების 29-ე მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი არსებულ მიმწოდებელთან ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების (მომსახურების) შეწყვეტისა და ახალი მიმწოდებლ(ებ)ისაგან ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს ამ წესების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოქმედებს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები.“.

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი ამ წესების პირობების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (თუ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.“.

კ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს (გამოაცხადოს):

ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით);

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ და შეთავაზებული ბუნებრივი გაზის ფასის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღისა და ნომრის მითითებით).

3. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს;

ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარში).“.

ლ) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება

1. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით, საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია განათავსონ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე საინფორმაციო საშუალებებში, წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის სექტემბერში განაახლოს ბუნებრივი გაზის ფასზე შეთავაზება, მიუხედავად იმისა, ცვლის თუ არა კომისიის ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზების პირობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს, მის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გამოქვეყნებას.

4. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) საცალო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი №1-ით დამტკიცებული ფორმით დადებაზე.

5. თუ მიმწოდებლის მცდელობის მიუხედავად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების გამო, რეალურ დროში არ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. ხოლო, თუ აღნიშნული ხარვეზი არ აღმოიფხვრება კომისიის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში, მიმწოდებელი უფლებამოსილია ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ფასის შესახებ გამოაცხადოს საჯაროდ, იგივე პროცედურების დაცვით, როგორც ამას ითვალისწინებს ეს წესები ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადებაზე (შეთავაზებაზე), ამ ინფორმაციის მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე და მომსახურების ცენტრებში განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ ათავისუფლებს მიმწოდებელს, ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან.

6. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია, ასევე გამოაქვეყნოს შესაბამის ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებით, რომელსაც შეარჩევს ინფორმაციის გავრცელებისა და ამ მომსახურების მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.“.

2დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის  მიხედვით:

ა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

 

სიმძლავრე

(კვტ)

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით

(ლარი)

თვითმმართველ ქალაქებში

სხვა მუნიციპალიტეტებში

დაბალი წნევა

0-6

40

                 800 

                400 

6-დან -10

40

              2,000 

             1,800 

10-დან -16

40

              3,000 

             2,800 

16-დან -25

45

              3,200 

             3,000 

25-დან -40

45

              3,800 

             3,500 

40-დან -65

45

             12,000 

           11,500 

65-დან -100

60

             13,000 

           12,500

ბ)   0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 191 მუხლის მე-6 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.

გ) თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთებას, ერთობლივი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 60 სამუშაო დღეს.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ.ბ“ „დ.ე“, „ე.ა“, „ე.ბ“, „ე.გ“ „ე.დ“, „ე.ვ“, „ე.ზ“ „ვ.ა“, „ვ.ბ“, „ზ.ა“, „ზ.ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ.ბ“ „დ.ე“, „ე.ა“, „ე.ბ“, „ე.გ“ „ე.დ“, „ე.ვ“, „ე.ზ“ „ვ.ა“, „ვ.ბ“, „ზ.ა“, „ზ.ბ“, „კ“ და „ლ“  ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის  10 თებერვლიდან.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე