დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021692 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის ტარიფები (დანართი №16).“. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №16:
„დანართი №16
თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის ტარიფები 1. თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმება – 200 ლარი. 2. უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერისათვის საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების ავტორიზაცია – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
3. თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის მიერ სახელმწიფო დროშის შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის 50%-ის ოდენობით. 4. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის – 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 დანართის მე-2 – მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 დანართის მე-2 – მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები