დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.021697 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2019 - 02/07/2020)
|
„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2015, 330090000.10.003.018797) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“. 2. პირველი − მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი. 2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ამ დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოების კრიტერიუმები და მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები განისაზღვროს ამ დადგენილებაზე თანდართული (დანართი №3) „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების“ (შემდგომში − სახელმძღვანელო) შესაბამისად. 3. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილებით დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამუშაოების დაგეგმვისას და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად უნდა იხელმძღვანელონ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების (მათ შორის, 32 COM 7B.90; 33 COM 7B.102; 34 COM 7A.27; 36 COM 7A.31; 37 COM 7A.38; 38 COM 7A.17; 39 COM 7A.41; 40 COM 7A.29; 41 COM 7B.44; 41 COM 8B.44; 42 COM 7B.24) შესაბამისად. მუხლი 2 1. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს: ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება; ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა; გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება). 2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს: ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება; ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა. მუხლი 3 1. ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების განკარგვა, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით (აღნაგობის უფლების გარეშე) გადაცემის შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უძრავი ნივთის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისთვის სავალდებულოა აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენების მიზნობრიობის დასაბუთება. მუხლი 4 1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაშვებულია მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მშენებლობის ნებართვაც გაიცემა ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს პირობების დაცვით. 2. ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს შემდეგი სამუშაოები და ობიექტები: ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (შემდგომში − №255 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების (შემდგომში − №257 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის; ბ) №255 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე №257 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის; გ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ემსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე განაშენიანებული მიწის ნაკვეთების კომუნიკაციებით უზრუნველყოფას; დ) №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს და არ იცვლება ამ უკანასკნელის სართულიანობა, მოცულობა ან/და გაბარიტული ზომები. 3. ამ დადგენილების დანართ №2-ში მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები; ბ) №255 დადგენილებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა ცალკეულ მიწის ნაკვეთზე, არსებული ურბანული ქსოვილის ფარგლებში; გ) №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს; დ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით განსაზღვრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები; ე) მშენებლობის დეტალური შეტყობინების საფუძველზე, №255 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრული I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოები/ობიექტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ ძირითადი შენობა-ნაგებობის დამხმარე ობიექტებს ან/და დროებით ნაგებობებს.“. 3. 41 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 − მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემის უზრუნველსაყოფად, დაევალოს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, არა უგვიანეს 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სააგენტოს სათათბირო ორგანოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება. მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ) 2020 წლის 1 ივლისამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით უზრუნველყოს: ა.ა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება; ა.ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება; ბ) ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცება. მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას, პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები და მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის იმ ღირსეული გარემო პირობების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო გზით წარმოაჩენს აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასა და ქ. მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.“. 5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. დადგენილება ძალაშია 2020 წლის 1 ივლისამდე.“. 7. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 8. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №2 და დანართი №3. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები