„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 30/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016755
13
28/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
120010000.22.026.016755
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №13

2020 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის № 132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016679) დამტკიცებულ  დებულებაში  შეტანილ  იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 91-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) სტანდარტების განსაზღვრა, მათი განვითარების გეგმების  შემუშავება, მოწყობისა და ფუნქციონირების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) პოლიგონის, სასროლეთისა და სიმულაციური საშუალებების განვითარების განყოფილება.“.

3. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის:

ა) „ა.ა“ და „ა.ბ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) რადიოკავშირების ოცეული;

ა.ბ) ინტეგრირებული ქსელების ოცეული;“;

ბ) ” და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტაციონარული კავშირგაბმულობის სამსახური:

ბ.ა) კავშირების მართვის მორიგეების ჯგუფი;

ბ.ბ) რადიოკავშირების განყოფილება;

ბ.გ) სატელეფონო სისტემების ადმინისტრირების განყოფილება;

ბ.დ) საფელდეგერო კავშირების განყოფილება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახური:

გ.ა) ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების განყოფილება;

გ.ბ) ტექნიკური დახმარების განყოფილება.”.

4. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბი.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლს დაემატოს „41“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. პოლიგონის, სასროლეთის და სიმულაციური საშუალებების განვითარების განყოფილების კომპეტენციაა:

ა) თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) სტანდარტების განსაზღვრა, მათი პერიოდული მონიტორინგი, შეფასება და განვითარების გეგმების  შემუშავება;

ბ) თავდაცვის ძალებში პოლიგონის/სასროლეთის/ტირის, საწვრთნელი ველის (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობისა და ფუნქციონირების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) პოლიგონის/სასროლეთის და სიმულაციური საშუალებების სახელმძღვანელოების შემუშავებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

7. მე-17 მუხლს დაემატოს „41“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბი ახორციელებს:

ა) კავშირგაბმულობის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;

ბ) კავშირგაბმულობის ცენტრის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;

გ) კავშირგაბმულობის ცენტრის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, სადაზვერვო ღონისძიებებისა და ცენტრში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვას და კონტროლს; საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და კონტროლს; ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას;

ე) კავშირგაბმულობის ცენტრის სამხედრო-ტექნიკური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და კონტროლს.“.

8. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9.  მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, გარდა ამავე დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.

10. მე-18 მუხლს დაემატოს „81“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს კავშირგაბმულობის ცენტრის შტაბის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი