„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016349
7
07/02/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
010250050.35.127.016349
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ზესტაფონი

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1  (სსმ, ვებგვერდი, 25/01/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016274)  დადგენილების დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) სოციალური დაცვის სამსახური;

დ) ეკონომიკის,  ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური;

ე) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;

ე) იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

ვ) განათლების, კულტურის,  ძეგლთადაცვის,   სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.“.

2. მე-11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  საკადრო საკითხთა და მერიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება, ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.

3. სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

4. ეკონომიკის,  ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა და ეფექტური გამოყენება კანონით დადგენილი წესით; სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისათვის მხარდაჭერა; ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობადა დრაღღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით რეაგირბა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღება; ტერიტორიის დასუფთავებაზე, გამწვანებაზე და გარე განათებაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამხედველობა; მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე კონტროლი; შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხებზე ზედამხედველობა კანონით დადგენილ ფარგლებით.

5. ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირება შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, საგზაო მოძრაობის ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომა-გაჩერების წესების რეგულირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის საკითხები, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება.

6. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა   და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარება. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფის და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების მომზადება.

7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

8. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზებისა და რისკების დადგენა, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება, მათი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან; საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი.

9. იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების  და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან,  მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მერიაში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციულ საჩივრებისა და მიმართვების განხილვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორცილებას.“.

3. მე-15 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან კოორდინაციის განყოფილების ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტები

1. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან კოორდინაციის განყოფილების ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტები არიან მერიის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც ევალებათ:

ა) უფლებამოსილების განხორციელება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და მერის წარმომადგენლის დახმარება მისი ფუნქციების განხორციელებისას;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების გამოვლენა და მერის წარმომადგენლის დახმარება აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების დაგეგმვაში;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ე) მერის წარმომადგენლის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულში ორგანიზებას უწევს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმოებული დოკუმენტების აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და დადგენილი წესით შენახვას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument-ის მეშვეობით;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითეიმურაზ საყვარელიძე