დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016434 |
|
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2018, ს/კ: 220010040.18.011.016353) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გარდამავალი დებულება 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციულ ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც გეგმავენ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლის ვერიფიკაცია განახორციელონ სხვა პროვაიდერებზე დაყრდნობით, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა და მომხმარებლების ვერიფიკაცია უზრუნველყონ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივნისისა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ დებულების მოთხოვნებთან, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები