,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 01-26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016730
01-26/ნ
04/03/2020
ვებგვერდი, 04/03/2020
470230000.22.035.016730
,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-26/ნ

2020 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ ბრძანებით  (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) დამტკიცებულ №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი):

 

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  საავადმყოფო ფურცლის დაბეჭდვა/გაცემას შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში  სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. ცნობის გაცემა კარანტინის დროს

1. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს, პირებზე, რომელნიც იმყოფებოდნენ კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფებთან და გადიან საკარანტინო ღონისძიებებს არასამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, ბინაზე, რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულნი არიან სამუშაოს, სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცნობის გაცემისას არ გამოიყენება დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის დებულებები. ცნობის გაცემის პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 21 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე