დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021866 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება/ დაფინანსება განხორციელდება სამი დამოუკიდებელი კომპონენტისა და ქვეკომპონენტის ფარგლებში: ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი: ა.ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი; ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი; გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის სამივე კომპონენტითა და ქვეკომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში − ბაღების კომპონენტი) ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში ტექნიკური დახმარების გაწევას.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.“; ბ) მე-4 − მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ნერგების მესაკუთრეა (საკუთრება პროგრამის მიზნებისათვის არ გულისხმობს იმპორტირებული ნერგების კონსიგნაციით მიღებას), შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობებითა და პირობებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს წვეთოვან სარწყავ სისტემას, მას შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების შესაძენად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა. შესაწამლი აპარატების დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“; ე) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 3. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში, თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე განისაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.“. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ტექნიკური დახმარება 1. ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ, ინტენსიური ბაღის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება; ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM; გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. 2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. 3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება ტრენინგის სახით.“. 6. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „2.2 იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში იგეგმება ჭის/ჭაბურღილის/ სატუმბი სადგურის მოწყობა, მოთხოვნილი არ იქნება ამ მუხლის 2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები.“. 7. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/ევროკავშირის/დიდი ბრიტანეთის/ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს განაცხადების მიღების/თანადაფინანსების გაცემის ბოლო ვადას. 7. ფსტის (ფისტა), დაფნის, ზეთისხილისა და საღვინე ვაზის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“. 8. მე-11 მუხლის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 9. მე-12 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ნერგების ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30%-ისა (ოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 20%-ისა (ოცი პროცენტისა), გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ნერგების იმპორტის გზით შეძენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ნერგების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბენეფიციარმა საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად გადარიცხვის/ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას.“; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შემოტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მიზნით და ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის არ ჰქონდა წარდგენილი სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნა წყლით უზრუნველყოფის შესახებ, ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობები დაფინანსდება მხოლოდ აღნიშნული დასკვნის სააგენტოში წარდგენის შემდგომ.“; ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 10. 141 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის (შემდგომში − კენკროვნების ქვეკომპონენტი) ფარგლებში კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია, დაფინანსდეს დანართ №6-ის შესაბამისად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.“. 11. 148 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში);“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მიწის ნაკვეთის წყლისა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისა და გასაშენებელ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში იგეგმება ბაღის გაშენება, ნარგავებისა და ნაგებობების არარსებობის შესახებ;“. 12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ტექნიკური დახმარება 1. სანერგე მეურნეობის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) სარგავი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები; ბ) სარგავი მასალის სერტიფიცირების პრინციპები. 2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. 3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება.“. 13. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 – 246 მუხლები: „მუხლი 241. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს არსებული მრავალწლიანი ბაღების მოდერნიზაციის ან/და ახალი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მიზნით პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. 2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, თანადაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. მუხლი 242. ფინანსური დახმარება 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით, როგორც არსებული მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, მაგრამ არაუმეტეს დანართ №9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ჭის/ჭაბურღილის /სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 18 000 ლარი. მუხლი 243. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის /სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს: ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე; ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. 2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება, იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს, გარდა იმ საწარმოსი, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს. 3. კომპონენტის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. მუხლი 244. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად: ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი; ბ) პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). 2. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს. მუხლი 245. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის/პასუხისმგებელი პირის, ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; ვ) შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება); ზ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება); თ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის წყლით უზრუნველყოფილი (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება); ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ დადგენილების ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 246. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი და ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნით − წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის. 2. ცენტრი განსაზღვრავს და სააგენტო ამტკიცებს ჭიდან/ჭაბურღილიდან/ სატუმბი სადგურიდან მისაღები წყლის საჭირო დებეტს. 3. ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ. 4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის დასკვნა, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება. 5. დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.“. 14. 26-ე მუხლის: ა) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფიზიკური პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას/ დაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და კენკროვნების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის საჭირო სხვა მასალების მიმწოდებელ/მომწყობ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს/შეძენილი აქვს ნერგების ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და კენკროვნების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის სხვა საჭირო მასალების შეძენას/მოწყობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი იურიდიული პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს/შეძენილი აქვს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას. 3. თუ პოტენციური ბენეფიციარი არის იურიდიული პირი და მის პარტნიორს აქვს წილი ნერგების, წვეთოვანი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს/შეძენილი აქვს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას, ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეს მუხლი ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ სამივე კომპონენტზე.“. 15. დანართი №1, დანართი №2, დანართი №4 და დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 16. დანართ №8-ის შემდეგ დაემატოს დანართი №9 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გავრცელდეს დადგენილების ამოქმედებამდე პროგრამის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებზე.
დანართი №1 მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
*შენიშვნა: ზეთისხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ** დაფნის კულტურა დაფინანსდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა; *** დაფნის კულტურა დაფინანსდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა. დანართი №2 თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
დანართი №4 ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
შენიშვნა: სუფრის ყურძენი ცენტრის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია გაშენდეს დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები.
დანართი №7 დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და 0.5 ჰექტარზე დასარგავი ნერგების რაოდენობა
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით.
დანართი №9 1 ჰა-ზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები