„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.016757
01-57/ნ
08/06/2020
ვებგვერდი, 08/06/2020
010240030.22.035.016757
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-57/ნ

2020 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/08/2018, 010240030.22.035.016518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. საბჭოს  სხდომა  იმართება  ყოველი  თვის  ბოლო  კვირის  სამშაბათს.  მიმდინარე  საჭიროებებიდან გამომდინარე  საბჭოს  რიგგარეშე  სხდომა  (შესაძლებელია  ელექტრონული  ფორმატის),  ასევე,  შეიძლება დაიგეგმოს საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით ან საბჭოს სამდივნოს ინიციატივით.“.

2. ბრძანების 11 დანართის (უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი):

ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხო ქვეყნის სპეციალისტის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);“;

ა.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ინფორმაცია მოწვეული სპეციალისტის ბოლო, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილისა და დაკავებული პოზიციის თაობაზე (ნათარგმნი და ნოტარიულად დადასტურებული).“;

ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) დეტალური  ინფორმაცია   უცხო  ქვეყნის  სპეციალისტის  აქტივობისა და დამსახურების შესახებ. შესაბამისი დარგობრივი (ადგილობრივი/საერთაშორისო)  ორგანიზაცი(ებ)ის წევრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;”;

ბ.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაცია ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მკურნალობის მეთოდ(ებ)ის აქტუალობის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და მისი საქართველოში დანერგვის მნიშვნელობის შესახებ;“;

ბ.გ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) იმ შემთხვევაში, თუ მოწვეული სპეციალისტის საქმიანობის სფერო/სპეციალობა არ შეესაბამება საქართველოში აღიარებულ საექიმო სპეციალობებს, დარგობრივი  ასოციაციის მიერ უნდა განისაზღვროს საექიმო სპეციალობა, რომლის მინიჭების საკითხსაც განიხილავს საბჭო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე