„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017903
45/ნ
25/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
040030000.22.022.017903
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №45/ნ

2020 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) და  ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  –  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების“:

ა)  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“-„ნ7“ ქვეპუნქტები:

„ნ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

2) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა;

3) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა;

4) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

5) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

7) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;“;

ა.ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) მართვის სისტემაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია.“;

გ) მე-12 მუხლის:

გ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“-„პ“ ქვეპუნქტები:

„ნ) შრომის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ო) მართვის სისტემაში დასაქმებულთა სწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;

პ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დამსაქმებლისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი