მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016414
9
11/03/2020
ვებგვერდი, 13/03/2020
190020020.35.159.016414
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2020 წლის 11 მარტი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/03/2019, 190020020.35.159.016361) და,

1.დანართი №1-ის  მუხლის 6, პუნქტი 2 (უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯი ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარების გაცემის წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ)  მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 70 (სამოცდა ათი) ლარის ოდენობით;

გ) ყრუ-მუნჯ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 70 (სამოცდა ათი) ლარის ოდენობით;   

დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

დ.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

დ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი; დ.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე