დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5860-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.019780 |
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შეიძლება წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.“. 2. 27-ე მუხლის: ა) მე-20 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში; ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მასთან აფილირებულმა პირმა;“; ბ) 24-ე პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 19 მარტი 2020 წ. N5860-IIს |
დოკუმენტის კომენტარები