საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5859-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016063
5859-IIს
19/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
010190030.06.001.016063
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2081 მუხლი:

„მუხლი 2081. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (შემდგომ − რომის წესდება) შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ერთი კანდიდატის წარდგენის თაობაზე. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს (შემდგომ − მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი).

2. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.

  5. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელმეორედ ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა ხელახლა იწყება.

8. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს წერილობით თქვას უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება, ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.

9. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი და იმავე კანდიდატურის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

19 მარტი 2020 წ.

N5859-IIს