„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021899
187
24/03/2020
ვებგვერდი, 24/03/2020
120160030.10.003.021899
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2020 წლის 24 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

„მუხლი 16. სახაზინო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოებისა და მათი შვილობილი კომპანიების (შემდგომში − საწარმო) მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურმა საწარმოს გაუწიოს მომსახურება ვალუტის კონვერტირების მიზნით.

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურებისათვის, მოთხოვნის შემთხვევაში, საწარმოს ეხსნება:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში;

ბ) სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ ქვეანგარიშებზე არსებული თანხები, საწარმოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სახაზინო სამსახურის მიერ კონვერტირდება შესაბამის ვალუტაში და უბრუნდება საწარმოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.