დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 225 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021937 |
225
08/04/2020
ვებგვერდი, 09/04/2020
300160070.10.003.021937
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილების მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები