„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.021947
237
10/04/2020
ვებგვერდი, 10/04/2020
120260020.10.003.021947
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2020 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2020, 120260020.10.003.021771) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 16 მარტამდე და 2020 წლის 22 აპრილიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია