დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016396 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (matsne.gov.ge ,20/01/2020, ს/კ 010250050, 35.152.016388). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული, „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამის“ მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დახმარების გაცემის პერიოდულობა 1. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ. 2. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული „ერთჯერადი სოციალური დახმარება“ შესაძლებელია გაიცეს ერთზე მეტად, მაგრამ არაუმეტეს სამისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები