„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022007
295
08/05/2020
ვებგვერდი, 08/05/2020
280120000.10.003.022007
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №295

2020 წლის 8 მაისი

   ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით;“.

2. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

დანართი

ინფორმაცია

დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

1. ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ:

დასახელება/სახელი, გვარი ________________________________________

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი _____________________________________

2. ინფორმაცია იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

პირადი ნომერი

სახელი, გვარი

მისამართი

ტელეფონი

საბანკო ანგარიშის ნომერი

საანგარიშო თვეში გაცემული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის ოდენობა