დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 15/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350080000.64.076.016079 |
|
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ პუნქტები: „ე1) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულ შვილობილ საწარმოში/საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ; „ე2) თარიღი, რომლიდანაც ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საწარმო/საწარმოები აღარ წარმოადგენს შვილობილ საწარმოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 2. მე-20 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თუ სუბიექტი ამ წესის მე-20 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები