დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 14/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016364 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: |
მუხლი 1.
|
„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016209) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) შპს „დიდი დიღომი“: ა) 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 6.10%; ბ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 4.12%; გ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 2.74%; დ) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 2.03%; ე) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 2.00%.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები