დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 194 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016630 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 24/10/2019; რეგისტრაციის კოდი: 010250050.35.160.016581) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის: ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „რუსთავსერვის ცენტრს“ -ს/ნ:416316016 (შემდგომში – ცენტრი)“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ცენტრი. პირუტყვის ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 70 ლარი; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 30 ლარი“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრი უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო, ვიდეო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.“ დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია შეატყობინოს მესაკუთრეს მის საკუთრებაში არსებული პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.“ ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი უცნობია ცენტრი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, ავრცელებს საჯარო განცხადებას) პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დადგენის მიზნით. უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.“ 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს ჯარიმას, პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჯარიმა ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ (ს/ნ:416316016) ერთიან სახაზინო ანგარიშზე.“
|
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები