„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022029
317
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
240110000.10.003.022029
„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №317

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2018, 240110000.10.003.020907) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის − „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“:

1. მე-3 მუხლის:

ა)  მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ამასთანავე არ არსებობს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

7. პირობით აღიარების მინიჭებიდან ერთი თვის შემდეგ სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს არ ენიჭება აღიარება და უწყდება საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ)  ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-8 და 81 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. თუ ბიზნესოპერატორს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის   საფუძველზე უარი ეთქვა უვადო აღიარების მინიჭებაზე და ის ისევ მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; წინააღმდეგ შემთხვევაში მას უარი ეთქმება აღიარებაზე.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული აქვს საქმიანობა.“;

ბ)  მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მინიჭებული აქვს პირობითი აღიარება, ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მინიჭებული პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.