„სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022031
319
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
040030000.10.003.022031
„სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2020 წლის 21 მაისი

   ქ. თბილისი

 

„სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/05/2013; 040030000.10.003.017267) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.   შეიქმნას   ზედამხედველობის   სამსახურთან   არსებული,   საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

საქართველოს     ოკუპირებული      ტერიტორიებიდან      დევნილთა,      შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი – ელგუჯა მელაძე;

ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი – სამსონ ფხაკაძე.“.

2.   დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა)    „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ეს დოკუმენტები, აგრეთვე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები,  ფინანსური  ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ   გამოიყენოს       „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით    განსაზღვრული სანქციები;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით; დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და შესაბამისი მოთხოვნები;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და სადაზღვევო ბროკერისთვის დაადგინოს შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შეიმუშაოს და გამოსცეს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირების შესახებ;“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“, 2“, „ლ3“ და „ლ4“ ქვეპუნქტები:

„ლ1) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი;

2) განიხილოს მომხმარებლის განცხადებები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის  მიერ მომხმარებელთა  უფლებების  დაცვის  შესახებ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;

3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით განხორციელებას;

4) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლით დადგენილი უფლებამოსილების განსახორციელებლად;“;

ზ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დაადგინოს მზღვეველის ანგარიშგების ფორმები (ფინანსური,   სტატისტიკური და სხვა) და მათი წარდგენის პროცედურა;“;

თ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მისი რეგისტრაციის გაუქმებისა და სადაზღვევო ბროკერის, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მიერ ანგარიშგების წარდგენის წესი, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია