დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5994-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.017953 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1561 მუხლი: „მუხლი 1561. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ამ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამის ტერიტორიაზე განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებები: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით მიანიჭოს აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლებამოსილება: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა. 3. ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობა. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, აგრეთვე განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობა. 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით. 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 8. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით. 9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერთან. 10. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებას/დასახლების ნაწილს/დასახლებათა ერთობლიობას მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2. 167-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის 155-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 156-ე მუხლი მოქმედებს 2019 წლის 1 იანვრამდე, 155-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 159-ე მუხლი – 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1561 მუხლი − 2030 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი იმ დასახლების/დასახლების ნაწილის/დასახლებათა ერთობლიობის განსაზღვრა, რომელშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2020 წ. N5994-IIს |
დოკუმენტის კომენტარები