„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.022051
339
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
120260020.10.003.022051
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №339

2020 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2020, 120260020.10.003.021771) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 600-ით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 141-ით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 804-ით.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 150-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია