საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6054-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.019885
6054-IIს
10/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
060000000.05.001.019885
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 3517 მუხლის:

ა) „ე“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასამართლო − თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ვ) მეურვეობის უფლება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება;

ზ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება;

თ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს  კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე, და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს  კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება.“.

2. 3519 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში გასაჩივრდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თბილისისა  და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.“.

3. 35111 და 35112 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35111. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტის დადგენა

1. იმ ფაქტის დადგენისას, არამართლზომიერად იყო თუ არა გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი, სარჩელის მიმღებ სასამართლოს შეუძლია უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და მესამე სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა ეს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომლებსაც იგი სხვა შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე  აღიარებისათვის/დადასტურებისათვის/ცნობისათვის გამოიყენებდა.

2. სასამართლოს შეუძლია ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსთხოვოს განმცხადებელს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერება. ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია დაეხმაროს განმცხადებელს ამგვარი დოკუმენტის მოპოვებაში.

მუხლი 35112. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგები

ცენტრალური ორგანოსგან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ საქმისწარმოების დაწყების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს არცერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილოს მეურვეობის უფლების საკითხი.“.

4. 35115 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის დებულებები სასამართლოს არ უზღუდავს უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ.“.

5. 35116 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან შესაბამისი განცხადების ან სარჩელის წარდგენის მომენტამდე 1 წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში;

ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ბავშვის დაბრუნებას ითხოვს, ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მომენტისათვის რეალურად არ ახორციელებდა მეურვეობას ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას/დაკავებას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ანდა სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში.“.

6. 35117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35117. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა

1. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზომების მიღების შემდეგ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ ასაკსა და სიმწიფის ხარისხს, როდესაც მისი აზრის გათვალისწინება მიზანშეწონილია, უარს იტყვის დაბრუნებაზე, საქმე ეგზავნება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის შეწყვეტის შესახებ. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღება.

3. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი უარს იტყვის დაბრუნებაზე, მისი ნების ნამდვილობა ფსიქოლოგის დასკვნით უნდა დადასტურდეს.

4. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, მისი აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებით“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2020 წ.

N6054-IIს